Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერმანელი მეწარმის, პროფესორ კლაუს ჰიპის გერმანულენოვანი ლექცია თემაზე: „ბიზნესის ეთიკა“

გერმანელი მეწარმის, პროფესორ კლაუს ჰიპის გერმანულენოვანი ლექცია თემაზე: „ბიზნესის ეთიკა“

გერმანელი მეწარმის, ბავშვთა კვების, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მსოფლიოში ცნობილი ბრენდის “HIPP”-ის დამფუძნებლის, პროფესორ კლაუს ჰიპის, გერმანულენოვანი ლექცია, თემაზე: „ბიზნესის ეთიკა,“ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, გაიმართება 2025 წლის 30 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის 206-ე აუდიტორიაში.

პროფესორი კლაუს ჰიპი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და საქართველოს საპატიო კონსული სამხრეთ გერმანიის მიწებზე. მრავალი წელია, იგი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რეგულარულად კითხულობს საჯარო ლექციებს, გერმანულ ენაზე, ბიზნესის ეთიკის მიმართულებით. ამასთან, იგი ყოველწლიურად ირჩევს საუკეთესო სტუდენტებს და სრული დაფინანსების პირობებში, იწვევს მათ გერმანიაში, საკუთარ საწარმოში, ერთთვიანი სასწავლო პრაქტიკის გასავლელად. ამ წლების განმავლობაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მრავალმა სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა ბავარიაში მდებარე HIPP-ის საწარმოში და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.

ლექციაზე დასწრება შეუძლია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს, ვინც ფლობს გერმანულ ენას და ვისაც აინტერესებს, როგორია ეთიკური ბიზნესის გერმანული გამოცდილება. ლექციაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. 30 ოქტომბრის 14:00 საათამდე, მოგვწერეთ მისამართზე: ucha.gogritchiani@tsu.ge დაწერეთ თქვენი სახელი, გვარი, სასწავლო პროგრამა, სასწავლო სემესტრი, გერმანული ენის ფლობის დონე, ე-მაილი, მობილური ტელეფონის ნომერი და მობრძანდით ლექციაზე.